Accentnews.ge
“ყარაბაღის ჯარი შუშის აღარ აკონტროლებს, აზერბაიჯანული ჯარი უკვე სტეპანაკერტის მისადგომებთანაა“

“ყარაბაღის ჯარი შუშის აღარ აკონტროლებს, აზერბაიჯანული ჯარი უკვე სტეპანაკერტის მისადგომებთანაა“

09/11/2020 15:13:00 კავკასია

"მთიანი ყარაბაღის ჯარი ქალაქ შუშის [სომხური სახელწოდება - რედ.] აღარ აკონტროლებს, აზერბაიჯანული ჯარი უკვე სტეპანაკერტის მისადგომებთანაა", - იუწყება თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის “პრეზიდენტის” პრეს-მდივანი ვაგრამ პოღოსიანი.

«სამწუხაროდ, წარუმატებლობა თან გვდევს და ქალაქ შუშიზე კონტროლი სრულად დავკარგეთ. მტერი სტეპანაკერტის მისადგომებთანაა და უკვე დედაქალაქის არსებობასაც შეექმნა საფრთხე. თუ შუშის დაბრუნება და არცახის შენარჩუნება გვსურს, მთელი ძალისხმევა სტეპანაკერტისა და ფრონტის სხვა მიმართულებების დაცვისკენ უნდა მივმართოთ. ეს წარმატების რეალური და სანდო საწინდარია», – დაწერა პოღოსიანმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით “რადიო აზატუტიუნთან” საუბრისას პოღოსიანმა დაადასტურა, რომ ტექსტი ნამდვილად მისია და რომ მისი აქაუნთით სხვას არავის უსარგებლია. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მანამდე ქალაქ შუშას აღების შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. თუმცა ერევანსა და სტეპანაკერტში ბოლო წუთამდე ირწმუნებოდნენ, რომ ეს არ მომხდარა და რომ შუშას მიდამოებში ბრძოლები გრძელდებოდა. დღეს კი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც შუშაში აზერბაიჯანული დროშების ფრიალს ასახავს.

შუშა (სომხ. - შუში) ყარაბაღის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქია, რომელიც დედაქალაქ სტეპანაკერტიდან 11 კმ-შია განლაგებული.

მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს, დილით დაიძაბა. საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S