
"საქართველოში კვლავ მიზნად რჩება უფრო მეტი დემოკრატიისა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა"
09/11/2020 13:26:34 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
გერმანელი პოლიტიკოსი ალბერტ ვაილერი მიიჩნევს, რომ "საქართველოში კვლავ მიზნად რჩება უფრო მეტი დემოკრატიისა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა".
"საქართველომ საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად ჩაატარა. მოხარული ვარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებული პოზიტიური შეფასებებით. კვლავ მიზნად რჩება უფრო მეტი დემოკრატიის და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ამაში მხარი დავუჭიროთ", – წერს სოციალურ ქსელში ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე.