„ინტერტრანსი“ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების განახლებული გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
09/11/2020 09:25:36 საზოგადოება
დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ. აღნიშნულის მიზეზად კომპანია „ინტერტრანსი“ გადაადგილების შეზღუდვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ასახელებს.
„ინტერტრანსი“ განახლებულ გრაფიკს აქვეყნებს:
▪️ თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;
▪️ მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;
▪️ ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;
▪️ მეგობრობის გამზირიდან კონკრეტულად კი გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან ვარკეთილის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;
▪️ რუსთავის რკინიგზის სადგურიდან (ე.წ 96- სამარშრუტო ხაზი) დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;
▪️ ფიროსმანის ქუჩიდან (ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზი) სპორტის სასახლის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 გამოვა;
▪️ მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 18:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:00 საათზე გამოვა;
▪️ ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ისთ ფოინთის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:10 საათზე გამოვა;
▪️ მე-19 მიკრორაიონიდან, მაღლივი კორპუსის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 18:30 საათზე შესრულდება.
თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:00 საათზე გამოვა;
როგორც კომპანიაში აცხადებენ, უცვლელი რჩება რუსთავიდან ლილოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი. (თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით დამატებითი ცვლილებები განხორციელდა ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება).
„ინტერტრანსი“ სთხოვს ყველა მგზავრს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები.
იხილეთ ასევე: საქართველომ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა


