Accentnews.ge
დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენისა და მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო საათები იცვლება

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენისა და მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო საათები იცვლება

09/11/2020 08:41:22 საზოგადოება

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იზღუდება. ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: საქართველომ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S