Accentnews.ge
კალაძის თქმით, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოყვება

კალაძის თქმით, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოყვება

09/11/2020 08:39:58 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, დღეს 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

"აქციის გამართვი შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს. 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის, როგორც თქვენთვის, ჩემთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის",-განაცხადა კალაძემ.

ოპოზიცია თბილისში, პარლამენტის წინ აქციის გამართვას დღეს,18:00 საათზე გეგმავს.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S