დღეიდან "საქართველოს რკინიგზა" მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის
09/11/2020 05:35:14 საზოგადოება
"საქართველოს რკინიგზა" მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის.
„9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. აქედან გამომდინარე "საქართველოს რკინიგზა" მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის. მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. ჩვენ თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს რკინიგზა მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის შეცვლილ განრიგსაც ავრცელებს:

იხილეთ ასევე: საქართველომ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა


