პოლიცია წყლის ჭავლს ისევ იყენებს, არიან დაშავებულები
08/11/2020 20:55:43 საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ვითარება დაიძაბა: მომიტინგეთა ნაწილმა ის ღობე მოშალა, რომელიც მათ სპეცრაზმელებისგან ჰყოფდათ, რასაც სპეცრაზმთან შეხლა–შემოხლა მოჰყვა. შსს–მ ისევ მიმართა წყლის ჭავლის გამოყენების გზას ცსკ–ის მიმდებარე ტერიტორიიდან მომიტინგეებისგან გასაწმენდათ.

ისმის შეძახილები „მონებო!“. მომიტინგეთა ნაწილი პოლიციას სპეცღონისძიების გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მათ პოლიციასთან ხელებაღმართულებმა მიახლოება სცადეს, თუმცა წყლის ჭავლის გამოყენება არ შეწყვეტილა. შედეგად არიან დაშავებულები.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ცსკ–სთან წყლის ჭავლის გამოყენება დღეს საღამოს რამდენჯერმე მოხდა.
იხილეთ ასევე: ექიმი – პოლიციელებს წყლის ჭავლის გამოყენებაზე: „ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში!“


