Accentnews.ge
"პიკში შევდივართ, წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს"

"პიკში შევდივართ, წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს"

07/11/2020 11:23:46 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდეს.

"ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია, წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს იმიტომ, რომ სხვანაირად სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხერხდება. უნდა შევეცადოთ, საქართველო პანდემიიდან მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს. ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე და პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება, რთულია ამის პროგნოზირება. ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაგვემატება, მათ შორის გამოჩნდება გრიპი და იქნება ზედდება", – განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

„შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება. გვექნება შემთხვევების ზრდაც. ამიტომ ყველა მათგანისთვის პრევენციული ღონისძიებებია - პირბადე, დიტანციის დაცვა, დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება და ხელების ხშირი დაბანა“.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2754 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 54 852 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 39 773 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 441 გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: საქართველომ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S