Accentnews.ge
"ყველა დიპლომატიურ მისიას ექნება ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრზე უკანონო მიყურადება ხორციელდება"

"ყველა დიპლომატიურ მისიას ექნება ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრზე უკანონო მიყურადება ხორციელდება"

06/11/2020 19:26:27 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "საქართველოს ხელისუფლება უკანონო მოსმენებს ახორციელებს".

"დიდი ძმა გვისმენს - ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო 'კგბშნიკ' დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: უკრაინული ვებ-გვერდი "obozrevatel.com" აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც სავარაუდოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილი და სავარაუდოდ, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ფიგურირებენ.

გავრცელებულ ჩანაწერში სავარუდოდ, განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S