Accentnews.ge
„ბინაზე და სასტუმროში გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს“

„ბინაზე და სასტუმროში გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს“

06/11/2020 16:17:25 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით კოვიდ–ინფიცირებული პირების კოვიდ–სასტუმროებსა და ბინაზე გარდაცვალების ექვსი შემთხვევაა აღრიცხული.

„ბინაზე და სასტუმროში გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს. ინგლისს (ვოცნებობთ, რომ ასეთივე გახდეს საქართველო) ბინაზე გარდაცვალების 4 000 შემთხვევა აქვს. დიახ, საქართველოსთან შედარებით, იქ მოსახლეობის რაოდენობა 10–ჯერ მეტია, მაგრამ გაამრავლეთ 6 (ჩვენ 6 შემთხვევა გვაქვს) 10–ზე... ნუ ვიმოქმედებთ პრინციპით, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. ჩვენი კლინიკური სექტორი ყველაფერს აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები მინიმალური იყოს და ამას ჯერ–ჯერობით ვახერხებთ“,– განაცხადა ცერცვაძემ.

ის, თუ რა გახდა ბინაზე პაციენტების გარდაცვალების მიზეზი, ცევრცვაძეს არ დაუკონკრეტებია.

ჯანდაცვის სამინისტროს დეკლარირებული გეგმის თანახმად, ბინაზე მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ უსიმპტომო ან მსუბუქ პაციენტებს ტოვებენ, შესაბამის კლინიკებში გადაყვანას მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტები ექვემდებარებიან. მიუხედავად ამისა, COVID-19-ით ინფიცირებული პირები თუ მათი ახლობლები სოციალურ ქსელებში ინტენსიურად წერენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების და კლინიკებში ადგილების არასაკმარისი რაოდენობის შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროში პრობლემის არსებობას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პაციენტების ნაკადს ამ ეტაპზე უმკლავდებიან.

იხილეთ ასევე: ქალს, რომელიც COVID-19–ით ინფიცირებული მშობლების დახმარების გზებს ეძებდა, დედ–მამა გარდაეცვალა

კოვიდ–სასტუმროს ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. 4 618 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 2 438 - კოვიდ-სასტუმროში, 7 469 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 094 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 619–ს შეადგენს. მათგან 336 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S