Accentnews.ge
სუს-ის უფროსის მოადგილე: „როდესაც ამის დრო იქნება, გაიგებთ, იგეგმება თუ არა მაჩალიკაშვილის დაკავება“

სუს-ის უფროსის მოადგილე: „როდესაც ამის დრო იქნება, გაიგებთ, იგეგმება თუ არა მაჩალიკაშვილის დაკავება“

13/05/2019 14:10:20 სხვა, სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის განცხადებით, უწყება საზოგადოებას შეატყობინებს, იგეგმება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება. 

„როდესაც ამის დრო იქნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს განცხადებას და გაიგებთ, იგეგმება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება. მაჩალიკაშვილი გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა მოწმის სახით. გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საგამოძიებო სამსახური შემდგომ ქმედებებს გადაწყვეტს. ამას [დაკავებას] მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ“, - განაცხადა ლილუაშვილმა. 






ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S