Accentnews.ge
"ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება 183 მედიკოსს დაუდასტურდა"

"ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება 183 მედიკოსს დაუდასტურდა"

06/11/2020 10:32:48 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მედიკოსების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

"ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება 183 მედიკოსს დაუდასტურდა. ეს ძალიან ცუდია, რადგან მედპერსონალი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსია, რომელიც გვჭირდება ინფიცირებული ადამიანების მართვისთვის", – განაცხადა გამყრელიძემ და ექიმებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მისი თქმით, სადღეისოდ ქვეყანაში პანდემია "ძირითადად მართვადია".

ამასთან, გამტრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ, ფიზიკური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ.

იხილეთ ასევე: ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-19–ის მართვაში დახმარებისთვის პენსიაზე გასულ მედიკოსებსაც მიმართა

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S