Accentnews.ge
შალვა ნათელაშვილი დონალდ ტრამპს მიმართავს

შალვა ნათელაშვილი დონალდ ტრამპს მიმართავს

27/06/2019 10:59:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოსკოვის პირადი დაკვეთით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაჭერა, დაპატიმრება და რეპრესიები ხორციელდება. 

„მოსკოვის პირადი დაკვეთით ხდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაჭერა, დაპატიმრება, რეპრესიები და გუშინ ეს სცენა ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში. პუტინმა შვიდი წელი ჩვენს ქვეყანაში აშენა პრორუსული პირამიდა თავისი არაფორმალური მმართველით, პრეზიდენტ-პრემიერებით, მინისტრებით და ოლიგარქებით, გამყიდველი პარლამენტარ-დეპუტატებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით, მასმედიით, პოლიტიკური პარტიებით, რაინდებით, სამწუხაროდ, საპატრიარქოთი და ყველაფერი ეს პუტინს თავზე დაამხო ქართველმა ხალხმა. ეს გამარჯვება ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, დეოკუპაციის დაწყება სწორედ ეს არის, თბილისიდან უნდა დავიწყოთ დეოკუპაცია და გავიდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია და გველოდებიან“, – აღნიშნა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

ნათელაშვილი აშშ–ის პრეზიდენტს მიმართავს: 

„საქართველოში მყარდება რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პირდაპირი რეპრესიული დიქტატურა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება გადაიქცა კრემლის საოკუპაციო კომიტეტად. ამის ფონზე მტკიცება იმისა, რომ რომელიმე პარტია ან ლიდერი უპირისპირდება ხელისუფლებას, არის დანაშაულებრივი არგუმენტი, რეჟიმს უპირისპირდება ქართველი ხალხი. მივმართავ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, თუ ჩრდილოელი დათვის, დროზე დაადეთ სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილს, რადგან მან საკუთარ ხალხზე ძალადობა შეწყვიტოს, დათმოს ხელისუფლება და დააბრუნოს საქართველოს ბიუჯეტში მოპარული მილიარდები. ჩვენ დიდი ხანია, ამერიკის შესაბამის კომპეტენტური სტრუქტურების წინაშე ეს საკითხი დაყენებული გვაქვს და განხილვის გაგრძელება ძირშივე არასწორია, ყველაფერი სახეზეა, თეთრიც და შავიც, რაღას ველოდებით“.

ამასთან ნათელაშვილმა რუსულ სანქციებზეც გააკეთა კომენტარი: 

„მინდა, ვუთხრა მათ, ვინც სანქციებით არის შეშფოთებული, –სანქციები დიდი ხანია გვადევს, მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი დამყარდა, მას შემდეგ, რაც ქართველ გლეხს არ აქვს უფლება, უვიზოდ გავიდეს ბაზარზე უზარმაზარ რუსეთის ფედერაციაში და გაყიდოს პროდუქცია, მას შემდეგ სანქციები გვაქვს დადებული“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S