
გიორგი კახიანი: "პარლამენტი იქნება ლეგალურიც და ლეგიტიმურიც"
06/11/2020 07:20:22 საშინაო პოლიტიკა
„გვყავს დესტრუქციული რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ეს სცენარი მიჰყავს და ვხედავთ, რომ პატარა პარტიებიც ამ სცენარის თანამონაწილეები ხდებიან “, -განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი შეფასებით, "ქვეყანაში დღეს არ არის მარტივი მდგომარეობა":
„როდესაც ოპოზიციური სპექტრი სრულიად უსაფუძვლოდ იძახის, თითქოს არჩევნები გაყალბდა და რომ საპარლამენტო საქმიანობაში არ მიიღებს მონაწილეობას, რბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი პოლიტიკური მოვლენა. თუმცა ამ არჩევნების ლეგიტიმურობა მთელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს - დაწყებული ეუთო/ოდირიდან, აშშ-ის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ამაზე და ბევრმა სხვამაც. არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. პარლამენტი იქნება ლეგალურიც და ლეგიტიმურიც“.