გერმანიის სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა მოქალაქეები ქვეყანაში ისლამისტური საფრთხის შესახებ გააფრთხილა
05/11/2020 13:23:10 მსოფლიო
ისლამისტური ტერაქტები ნებისმიერ წუთს გერმანიაშიცაა მოსალოდნელი, - განაცხადა დღეს კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ტომას ჰალდენვანგმა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის ტერაქტებთან (ვენა, მანამდე – პარიზი, ლიონი და სხვ.) დაკავშირებით აუცილებელია “მკაცრი მეთვალყურეობა უკვე ცნობილ საშიშ ელემენტებზე”.
იხილეთ ასევე: ვენის ტერაქტის საქმეზე დაკავებულთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან
მაინის ფრანკფურტში ფრანგულ სატირისტულ ჟურნალ “შარლი ებდოს” და წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების საწინააღმდეგო დემონსტრაცია აკრძალეს.
საქალაქო საბჭომ ეს გადაწყვეტილება “საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხით” ახსნა.


