
მერკელი კვლავ შეუძლოდ გახდა (ვიდეო)
27/06/2019 10:07:19 სხვა, მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კვლავ შეუძლოდ გახდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კანცლერს კანკალი ერთ–ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე დაეწყო.
მას წყალი მიაწოდეს, თუმცა უარი განაცხადა. მოგვიანებით კანცლერის პრეს–სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერკელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და იგი ოსაკის „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი კანკალი მერკელს ბოლო 9 დღის განმავლობაში უკვე ორჯერ დაემართა. კერძოდ, იგი 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიღების ცერემონიაზეც შეუძლოდ გახდა.