
"ფლანგვის დეტექტორი" - "პანდემიის პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ექსკურსიებზე 21 364 ლარი დაიხარჯა"
05/11/2020 12:05:44 საშინაო პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში (კერძოდ, 2020 წლის აპრილ-სექტემბერში) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ექსკურსიებზე 21 364 ლარი დაიხარჯა.
"ამ მონაცემებში არ შედის კორონავირუსის გავრცელებამდე პერიოდი (იანვარი-მარტი), რა დროსაც პრეზიდენტის შიდა ვიზიტებზე - 15 232, ხოლო საგარეო გასვლებზე 236 312 ლარი იყო დახარჯული",-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.