Accentnews.ge
მელია: "დამიჭერენ, ვაია, არ დამიჭერენ – უი"

მელია: "დამიჭერენ, ვაია, არ დამიჭერენ – უი"

27/06/2019 09:43:54 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

ენმ–ის წევრი ნიკა მელია სასამართლოში, სადაც 14:00 საათზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ, გამოცხადდება. როგორც მან სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არანაირი წინასწარი მოლოდინი არ აქვს მოსამართლის გადაწყვეტილების თაობაზე, თუმცა ეს ვერ შეცვლის და გადაფარავს იმას, რაც გუშინ პარლამენტმა გადაწყვიტა.   

"დამიჭერენ, ვაია, არ დამიჭერენ – უი",– აღნიშნა მელიამ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროკურატურის არგუმენტები აბსურდულია. 

ის სასამართლოში საკუთარმა ოჯახის წევრებმა გააცილეს.  

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი არასაპატიმრო ღონისძიებისას. 

ცნობისთვის: პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. ხოლო სამმა დეპუტატმა – მირიან წიკლაურმა, ბექა ოდიშარიამ და რომან კაკულიამ თავი შეიკავეს.

გუშინ გენპროკურატურა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S