Accentnews.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა

02/11/2020 16:37:34 საშინაო პოლიტიკა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 60 უბანში ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვა, ხოლო ერთ უბანში – შედეგის გაბათილება.

"60 უბნის ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის. ამასთან, ჩვენმა დამკვირვებელმა მარნეულის #13.22.65 უბანში გაყალბების (ერთი და იგივე პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემა) ფაქტი დააფიქსირა", – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრები 2 კალენდარული დღის ვადაში უნდა განიხილონ. მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, სასამართლოში გასაჩივრდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S