
"სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს
02/11/2020 14:10:44 საშინაო პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" და პარტია "გირჩიც".
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტია "ლელომაც". მისი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია "გააგრძელებს ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები".
დღესვე პარტია "ევროპულმა საქართველომ" განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე.