Accentnews.ge
ესპანეთში რეზინის ტყვიით თვალის დაკარგვისთვის მოქალაქეს 200 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაუხადეს

ესპანეთში რეზინის ტყვიით თვალის დაკარგვისთვის მოქალაქეს 200 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაუხადეს

26/06/2019 16:32:12 სხვა, მსოფლიო

2016 წელს კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ 200 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა იტალიელ ნიკოლა ტანოს, რომელსაც 2010 წელს ბარსელონაში ადგილობრივი სამართალდამცველების ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა და ცალი თვალი დაკარგა. 

კომპენსაციის სანაცვლოდ, დაზარალებულმა სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა, რომლითაც დამნაშავე სამართალდამცველის პოვნასა და დასჯას ითხოვდა.

მომხდარის შემდეგ ნიკოლა ტანო აქტიურად ჩაერთო კამპანიაში რეზინის ტყვიების გამოყენების წინააღმდეგ და კატალონიის პარლამენტმა ისინი 2014 წელს აკრძალა.

მომხდარის შემდეგ დაზარალებულს კატალონიის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა წერილი მისწერა, სადაც ბოდიშს უხდიდა: „ჩვენ ვერასდროს შევძლებთ აგინაზღაუროთ ის ზარალი, რაც მოგადგათ”. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S