Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, აშშ-სა და საქართველოს ადმინისტრაციები ურთიერთობების გაძლიერებას შეძლებენ"

"ვიმედოვნებ, აშშ-სა და საქართველოს ადმინისტრაციები ურთიერთობების გაძლიერებას შეძლებენ"

01/11/2020 18:45:35 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"ვიმედოვნებ, აშშ-სა და საქართველოს ადმინისტრაციები ურთიერთობების გაძლიერებას შეძლებენ", – ასე ეხმიანება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.

"აშშ–ის საელჩოს მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასება, როგორც ჩანს, სამართლიანია. იმედი მაქვს, რომ აშშ-სა და საქართველოს ადმინისტრაციებს საშუალება ექნებათ, გააძლიერონ ურთიერთობები", – წერს კარპენტერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ იყო“.

იხილეთ ასევე: აშშ–ის საელჩო: დარღვევები შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S