Accentnews.ge
"სამწუხაროდ, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების რიგებს, სადაც ხდება ამომრჩეველთა დაშინება“

"სამწუხაროდ, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნების რიგებს, სადაც ხდება ამომრჩეველთა დაშინება“

01/11/2020 17:48:46 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის პოლ გობლის შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებს შეუერთდა, სადაც ამომრჩეველთა დაშინებას აქვს ადგილი. ამის შესახებ მან „აქცენტს“ საქართველოში 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შეფასებისას განუცხადა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო შეუერთდა იმ სახელმწიფოების (მათ შორის ჩემი ქვეყნის) რიგებს, სადაც ხდება ამომრჩეველთა დაშინება და სადაც ნებისმიერი პიროვნება ან ჯგუფი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მიიღო იმაზე მეტი ხმა, ვიდრე რეალურად მოაგროვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველებს შეუძლიათ, აჩვენონ სიმწიფის ის დონე, რომელიც წარსულში ჰქონდათ", – განაცხადა გობლმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S