Accentnews.ge
კარპენტერი საქართველოს საკითხზე ლავროვს პასუხობს

კარპენტერი საქართველოს საკითხზე ლავროვს პასუხობს

27/06/2019 07:10:17 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე და ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელიმაიკლ კარპენტერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პასუხობს და აცხადებს, რომ "მოსკოვის ნორმალიზაციის დღის წესრიგი, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელისშეშლაა".  

მაიკლ კარპენტერი “ტვიტერში” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ "პოსტში" სერგეი ლავროვს ეკითხება, არის თუ არა მეგობრული დამოკიდებულება, როდესაც მის ქვეყანას საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული.

"მე შევამჩნიე, რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო სწევს საოკუპაციო ხაზს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, რის შედეგადაც მოსახლეობას ართმევთ წვდომას მათ ფერმებსა და საარსებო საშუალებებზე. ასე ახდენთ ურთიერთობების ნორმალიზებას?", -მიმართავს კარპენტერი ლავროვს.

ამერიკელი ანალიტიკოსი ასევე სთხოვს ლავროვს ახსნას, თუ რამ განაპირობა რუსეთიდან საქართველოში ტურიზმის შეჩერების გადაწყვეტილება.

“ძვირფასო მინისტრო, თქვენ ხედავთ რომ ეჭვი მაქვს, რომ თქვენი ნორმალიზაციის დღის წესრიგი სინამდვილეში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელის შეშლაა,”- წერს მაიკლ კარპენტერი.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებას განაგრძობს და ცდილობს, ამ პროცესებში ამერიკული კვალის შექმნას ცდილობს. 

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა:

"ვშიშობთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ამერიკელი კოლეგები ცდილობენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა არ დაუშვან რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს პარლამენტში მოწყობილ პროვოკაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისს სტუმრობდა ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი კარპენტერი. ის აქტიურად მუშაობდა არა მხოლოდ კულუარებში, არამედ საჯაროდაც გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთთან ურთიერთობების განვითარება არ შეიძლება. ეს ასპექტი არ უნდა დავივიწყოთ“.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S