Accentnews.ge
„როსტურიზმი” საქართველოში რუსი ტურისტების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

„როსტურიზმი” საქართველოში რუსი ტურისტების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

27/06/2019 06:36:29 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

„როსტურიზმი” საქართველოში რუსი ტურისტების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც უწყებაში აცხადებენ,  საქართველოში ამჟამად 930 რუსი ტურისტი იმყოფება და ისინი უკან გეგმის მიხედვით, 8 ივლისამდე დაბრუნდებიან.

მანამდე, 21–26 ივნისის პერიოდში, უწყების ცნობით, რუსეთში 570 ტურისტი დაბრუნდა.

„როსტურიზმის“ მონაცემებით, 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ ტუროპერატორებთან შეთანხმება საქართველოში გამგზავრების შესახებ დადებული ჰქონდა 3,71 ათას მოქალაქეს.

„ყველა ტუროპერატორს აქვს მიღებული რეკომენდაცია, შეაჩეროს საქართველოში ტურისტული პროდუქტების ფორმირება/რეალიზაცია, ასევე ცალკეული ტურისტული მომსახურება. ტუროპერატორებმა დაადასტურეს პროგრამების გაუქმება. ამჟამად ისინი ტურისტებთან აქტიურად მუშაობენ, სთავაზობენ მათ ალტერნატიულ მიმართულებებს, ან უბრუნებენ მთლიან თანხას“, – აღნიშნავენ „როსტურიზმში“.

"როსტურიზმის" ცნობით, გასულ წელს საქართველოში დაფიქსირდა უცხოელი მოგზაურების რეკორდული რაოდენობა - 8,7 მილიონი ადამიანი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 1,4 მილიონჯერ მოინახულეს. წელს კი, იანვრიდან მაისის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 31%–ით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით კი, 2019 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4 %–ს შეადგენს და წარმოადგენს 24.3 %–იან ზრდას 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

იხილეთ ასევე: რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს

ცნობისთვის: კრემლის მიერ საქართველოსთან მიმართებაში შემოღებულ სანქციებს თავად რუსეთის მოქალქეების მხრიდან მძლავრი პროტესტი მოჰყვა. სატელეფონო კავშირის, მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით საქართველოში მყოფმა რუსმა ტურისტებმა მალევე შეატყობინეს კრემლის ისტერიული ანტიქართული პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ოჯახის წევრებსა და და ნაცნობებს რუსეთში იმის შესახებ, რომ საქართველოში მათი უსაფრთხოება სრულად არის დაცული, არანაირი საფრთხე რუსეთის რიგით მოქალაქეებს არ ემუქრებათ და ეს პრობლემა არც ერთ ეტაპზე არ მდგარა დღის წესრიგში. შედეგად კრემლს პროპაგანდისტული კამპანია ფაქტობრივად, წყალში ჩაუვარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოში მყოფი რუსი მხატვარი – თანამემამულეებს: "გასკდომას მაქვს გული" [ვიდეო]

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S