Accentnews.ge
ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი - არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, დაცული იქნა ფუნდამენტური თავისუფლებები

ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი - არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, დაცული იქნა ფუნდამენტური თავისუფლებები

01/11/2020 11:41:55 საშინაო პოლიტიკა

ეუთო–ს დამკვირვებელმა ელონა ჯებრეა ჰოქსამ ​31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევაზე, მათ შორის ამომრჩეველზე ზეწოლაზე, არაზუსტ საარჩევნო სიებსა და საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურ წარმოდგენილობაზე გაამახვილა ყურადღება.

"არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არ იყო გამიჯნული ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. იყო წუხილები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურმა წარმოდგენილობამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების აღქმაზე, თუ რამდენად დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ხორციელდებოდა არჩევნები", – განაცხადა დამკვირვებელმა.

მან საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო–ს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულებისკენ მოუწოდა:

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძონ ამ რეკომენდაციების შესრულება, ჩვენ კი მზად ვართ, მჭიდროდ ვითანამშროლოთ ქვეყნის ახალ პარლამენტთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S