Accentnews.ge
ევროპის რამდენიმე სახელმწიფო განმეორებით ლოქდაუნს აცხადებს

ევროპის რამდენიმე სახელმწიფო განმეორებით ლოქდაუნს აცხადებს

01/11/2020 11:08:05 მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ნოემბრის დასაწყისიდან რიგით მეორე ლოქდაუნი ცხადდება.

კერძოდ, ინგლისში, სადაც უკვე მილიონზე მეტი კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული და 46 555 მოქალაქეა გარდაცვილი, დღეიდან საკარანტინო ზომებს ამკაცრებენ და შეზღუდვები 2 დეკემბრამდე გასტანს.

იხილეთ ასევე: ბრიტანეთში 4-კვირიანი ლოქდაუნი გამოცხადდა

პირველი ლოქდაუნი ბრიტანეთში მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადეს. ივნისიდან კი ინგლისმა, უელსმა, შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ ცალ-ცალკე დაიწყეს საკარანტინო ზომების შესუსტება.

ავსტრიაში 3 ნოემბრიდან, 20:00-დან 06:00 სთ-მდე კომენდანტის საათი იმოქმედებს, კაფეები და რესტორნები საკვებს მხოლოდ გასატანად მოამზადებენ, შემოღებული იქნება დისტანციური სწავლება, თუმცა საბავშვო ბაღები და მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ფუნქციონირებას. ეს ზომები თვის ბოლომდე გასტანს.

პორტუგალიაში ნაწილობრივი ლოქდაუნი ცხადდება. იგი 4-დან 15 ნოემბრის ჩათვლით 121 მუნიციპალიტეტში იმოქმედებს, დედაქალაქ ლისაბონის ჩათვლით. მოქალაქეებს ნებას რთავენ, გავიდნენ საყიდლებზე, სამსახურში, ექიმებთან, დაშვებულია ასევე ხანმოკლე გასეირნება და რესტორნებში სიარული, თუმცა კაფე-რესტორნების კლიენტთა რაოდენობა და სამუშაო საათები შეიზღუდება. მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია მიეცათ.

საფრანგეთში განმეორებითი ლოქდაუნი 30 ოქტომბრიდან ამოქმედდა და 1 დეკემბრამდე გასტანს.

გერმანიაში საკარანტინო ზომები 2 ნოემბრიდან მკაცრდება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

პანდემიის დაწყების დროიდან COVID-19 პლანეტის 46 მილიონზე მეტ მკვიდრს დაუდასტურდა, გარდაიცვალა თითქმის 1,2 მილიონი ადამიანი, გამოჯანმრთელდა დაახლოებით 33 მილიონი, - იუწყება Worldometer.

ყველაზე მეტი ინფიცირებული აღრიცხულია აშშ-ში (9,4 მლნ), ინდოეთში (8,1 მლნ) და ბრაზილიაში (5,5 მლნ).

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას სულ უფრო მეტი ქვეყანა აძლიერებს. ამავდროულად არაერთ სახელმწიფოში მიდის მუშაობა ვაქცინაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S