
მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, რომლებშიც მეორე ტურის გამართვაა მოსალოდნელი, 19–მდე გაიზარდა
01/11/2020 08:11:35 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, დათვლილია საარჩევნო უბნების 84.04%.
წინასწარი შედეგების მიხედვით, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, რომლებშიც მეორე ტურის გამართვაა მოსალოდნელი, 19–მდე გაიზარდა.
კერძოდ, სავალდებულო 50% კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს შემდეგ ოლქებში:
- მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები
- ვაკის რაიონი
- საბურთალოს რაიონი
- ისნის რაიონი
- სამგორის რაიონი
- დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები
- ნაძალადევის რაიონი
- გლდანის რაიონი
- თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები
- რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები
- მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები
- ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები
- ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტი
- წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
- ბათუმის მუნიციპალიტეტი
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული
- ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები