Accentnews.ge
Bloomberg - "იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ იუწყება, "ოცნება" ირწმუნება, რომ გაიმარჯვა"

Bloomberg - "იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ იუწყება, "ოცნება" ირწმუნება, რომ გაიმარჯვა"

01/11/2020 06:17:17 საშინაო პოლიტიკა

Bloomberg საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ იუწყება, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ გაიმარჯვა.

გამოცემას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემები მოჰყავს, რომელთა თანახმად, მმართველმა პარტიამ 50%–ზე მეტი მოიპოვა, საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 24.2%.

"მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ეგზიტპოლის შედეგებმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა, ხოლო ზოგიერთ რეგიონალურ ოლქში შესაძლოა, საჭირო ყოფილიყო არჩევნების მეორე ტურის გამართვა", – წერს გამოცემა და დასძენს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები ცსკ–ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს აპროტესტებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S