
ცსკ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს
01/11/2020 02:21:20 საშინაო პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. ამ დროისთვის 3847 უბნიდან დათვლილია 1538 უბანი.
წინასწარი შედეგები კი ასეთია:
- ამბროლაური, ონი, ცაგერი, მესტია, ლენტეხის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, გოჩა ენუქიძე 58.06%; „ნაციონალური მოძრაობა“, დილარ ხაბულიანი 15.27%
- აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ალექსანდრე მოწერელია 50.71%; „ნაციონალური მოძრაობა“, როლანდ ფიფია 35.84.
- ბათუმის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, რესან კონცელიძე 48.78%; „ნაციონალური მოძრაობა“, ლევან ვარშალომიძე 30.73%.
- ფოთი, სენაკი, ხობის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ირაკლი ხახუბია 55.16%; „ნაციონალური მოძრაობა“, მურთაზ ზოდელავა 26.77%.
- ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ვასილ ჩიგოგიძე 61.51%; „ნაციონალური მოძრაობა“, მანუჩარ კვირკველია 19.97%.
- სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, გივი ჭიჭინაძე 54.38; „ნაციონალური მოძრაობა“, ნანა ჟორჟოლიანი 27.72.
- ქობულეთის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ზაალ მიქელაძე 61.02%; „ნაციონალური მოძრაობა“, ბონდო თედორაძე 24.76%
- ხულო, შუახევი, ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ანზორ ბოლქვაძე 49.27%; „ნაციონალური მოძრაობა“, მიშა ბოლქვაძე 32.09%.
- ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბულის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ბეჟან წაქაძე 51.82%; „ნაციონალური მოძრაობა“, კახა გეწაძე 27.7%
- საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, პაატა კვიჟინაძე 78.28%; „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კაპანაძე 10.03%
- ხაშური, ქარელის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ზაზა დუგლაძე 48.85%; „ნაციონალური მოძრაობა“, ნატო ჩხეიძე 31.3%
- ახალციხე,ადიგენი, ბორჯომი, ასპინძის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ანტონ ობოლაშვილი 65.04%; „ნაციონალური მოძრაობა“, ვაჟა ჩიტაშვილი 23.87%
- ახალქალაქი,ადიგენი,ბორჯომი,ასპინძის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, სამველ მანუკიანი 63.29%; დამოუკიდებელი დეპუტატი, ენზელ მკოიანი -17.9%
- გორი, კასპის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, გიორგი ხოჯევანიშვილი 60.14%; „ნაციონალური მოძრაობა“, ბადრი ბასიშვილი - 33.42%
- ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკის მაჟრიტარული ოლქი: „ქართული ოცნება“, გოგი მეშველიანი 55.85%; „ნაციონალური მოძრაობა“, კახაბერ ოქრიაშვილი - 39.6%.
- მცხეთა,დუშეთი,თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, შალვა კერესელიძე 54.09%; „ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა“, ცეზარ ჩოჩელი - 27.87%.
- მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ზაურ დარგალი 57.87%. „ნაციონალური მოძრაობა“, აზერ სულეიმანოვი - 31.62%.
- რუსთავის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ნინო ლაცაბიძე - 44.44%; „ნაციონალური მოძრაობა“, დავით კირკიტაძე - 31.94%.
- თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, ირაკლი ქადაგიშვილ 47.16%; „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ბოტკოველი - 37.86%.
- გურჯაანი,საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, დავით სონღულაშვილი - 53.8%; „ნაციონალური მოძრაობა“, ლევან ბეჟაშვილი -30.58%.