
ავიაინციდენტი რუსეთში, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები
27/06/2019 05:28:20 სხვა, მსოფლიო
რუსეთში, ბურიატეთში სამგზავრო თვითმფრინავის Ан-24-ის ავარიული დაშავებისას 2 მფრინავი დაიღუპა, 7 ადამიანი კი დაშავდა,– ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
შემთხვევა ნიჟნეანგარსკის აეროპორტში მოხდა. ბორტზე სულ 43 მგზავრი იყო. გავრცელებული ცნობით, აფრენიდან ცოტა ხანში ეკიპაჟმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. დაშვებისას თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს 100 მეტრით გაცდა, შენობას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.