Accentnews.ge
"კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე"

"კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე"

27/06/2019 05:17:57 სხვა, საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ზურა ჟვანია სოციალურ ქსელში სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ბორჯღალოსანთა განაცხადში კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ მოხვდა. მისი თქმით, თუ საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ, იძულებული იქნება ეს სხვა ქვეყნიდან გააკეთოს.

„მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის..... სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები, მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა ! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ ! მაგრა მოხდა შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია ! მაგრამ იცოდეთ მე აუცილებლად გაგახარებთ ! ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ იძულებული ვიქნები სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს . მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენთაგანს ყურადღებისთვის.

დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.

საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ !!!", - აღნიშნულია ჟვანიას განცხადებაში.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა 27 ივნისს გამოცხადდება.

ჟვანიას ბორჯღალოსანთა რიგებში 40 შეხვედრა აქვს ჩატრებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S