ენმ: "ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს, მათ შორის - მთავრობის ფორმირებაზე"

01-11-2020 00:56:30 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთ ლიდერ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ენმ ოპოზიციასთან მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციებს იწყებს.

"ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელს ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის - მთავრობის ფორმირებაზე - იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოაშოროს ქვეყნის მმართველობას. ეს ქვეყანა უნდა გადავიყვანოთ განვითარების გზაზე", - განაცხადა დღეს საღამოს საგანგებო ბრიფინგზე უდუმაშვილმა.

ცნობისთვის: ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა. საქართველოს მოქალაქეებმა მეათე მოწვევის პარლამენტი აირჩიეს: 120 დეპუტატი - პროპორციული საარჩევნო წესით, 30 - მაჟორიტარულით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ხოლო ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები ერმანეთისგან განსხვავებულ სურათს იძლევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები