Accentnews.ge
ამომრჩეველთა აქტივობა თბილისისა და რეგიონების მიხედვით

ამომრჩეველთა აქტივობა თბილისისა და რეგიონების მიხედვით

31/10/2020 18:32:28 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ცსკ–ის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა (63,8%) რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – ქვემო ქართლში (51%).

თბილისისა და რეგიონების მიხედვით აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63.8%
  • ქვემო ქართლი – 51%
  • თბილისი – 54%
  • აჭარა – 59.1%
  • გურია – 61.1%
  • იმერეთი -56.8%
  • კახეთი – 59.3%
  • მცხეთა-მთიანეთი – 60.6%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 54.7%
  • სამცხე-ჯავახეთი – 60.8%
  • შიდა ქართლი – 58%.

როგორც ცსკ–ის პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56,11 %-ს შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი 20:00 საათზე დაიხურა, თუმცა რიგ უბნებზე რიგში იდგნენ ამომრჩევლები და მათ ხმის მიცემის საშუალება 20:00 საათის შემდეგაც მიეცათ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა აქტივობა 51,63 %-ს (1, 814, 276 ამომრჩეველი) შეადგენდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S