Accentnews.ge
საია: "დღის განმავლობაში დაძაბული ატმოსფერო იყო, რაც გავლენას ახდენდა ამომრჩევლის ქცევასა და პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობებზე"

საია: "დღის განმავლობაში დაძაბული ატმოსფერო იყო, რაც გავლენას ახდენდა ამომრჩევლის ქცევასა და პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობებზე"

31/10/2020 18:17:33 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 21:00 საათისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, "დღის განმავლობაში დაძაბული ატმოსფერო იყო, რაც გავლენას ახდენდა ამომრჩევლის ქცევასა და პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობებზე".

მისი ინფორმაციით, დარღვევები, ძირითადად, შეეხებოდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების, ასევე, მედიის საქმიანობის ხელშეშლას, უბანზე არა რეგისტრირებული პირების მიერ ხმის მიცემას, მარკირების წესების დარღვევას და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 76 საჩივარი, აქედან 43 - უბნის, ხოლო 33 - ოლქის დონეზე.

ორგანიზაციის მიერ 18:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები:

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები:

- ქარელის №30 და №18, ხაშურის №21 და №39 უბნებზე საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს ამომრჩევლებისთვის თანხის ხელიდან ხელში გადაცემის ფაქტები. ზოგ შემთხვევაში ესხდებოდა კენჭისყრის ოთახის მიმდებარედ არსებულ შენობაში, ზოგჯერ კი - იქვე გაჩერებულიავტომანქანიდან. თანხას ამომრჩევლებს გადასცემდნენ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თანხის გადაცემაში,სავარაუდოდ, „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:

- სამგორის ოლქში საიას მობილური დამკვირვებელი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე აკვირდებოდა კენჭისყრის პროცედურებს. მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა დარღვევა მედიასაშუალება newpost-ის მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შესახებ,გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეუქმნეს მტრული გარემო ყველა იმ უბანზე, სადაც დარღვევის გამოვლენის შემდეგ შევიდა. ამან არსებითად შეაფერხა ორგანიზაციის მუშაობა ამ ნაწილში. იმავდროულად, მედიასაშუალება newpost აგრძელებდა კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას.

- მარნეულის №10 უბანზე საიას დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მისცა საჩივრის დარეგისტრირების უფლება.

ჟურნალისტის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლა:

- ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტები დაფიქსირდა გლდანში, საარჩევნო უბნების მიმდებარედ. საცხოვრებელ კორპუსებთან უცნობი პირები ჟურნალისტებს გადაღების დროს დაბრკოლებებს უქმნიდნენ და მოუწოდებდნენ, საქმიანობა შეეწყვიტათ. თელავის №38 საარჩევნო უბანზე (სოფელი ყარაჯალა) „TV პირველის“ჟურნალისტები არ დაუშვეს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ მოუწევდათგამოკითხვაზე მისვლა იმის გამო, რომ ისინი კომისიას მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა:

- მარტვილის №29 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირებას არ ამოწმებდა;

- გორის №20 უბანზე მარკირება გაუკეთეს პირს, რომელიც არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი. ამის შემდეგ ის თავად კომისიის წევრებმა გადაიყვანეს გვერდით მდებარე უბანზე, სადაც ხმა მისცა;

- მარნეულის №10 უბანზე ამომრჩევლებს მარკირების გარეშე უშვებდნენ, რაზეც საიამ საჩივრები დაწერა;

- გარდაბნის №21 უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, ისე უბანზე მისვლით. საიამ დაწერა საჩივარი უბნის და ოლქის დონეზე;

- კასპის №29 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული.

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები:

- ზუგდიდის №47 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნებისას, გამოყენებული დადარჩენილი ბიულეტენების რაოდენობა არ შეესაბამებოდა წაღებული ბიულეტენების რაოდენობას - ჯამში, იყო ერთით ნაკლები.

- მარტვილის №19 უბანზე გამოცხადებისას დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრებს გადაეცათ სულ 45-45 საარჩევნო ბიულეტენი - როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული. საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა,რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმა მისცა 41-მა ამომრჩეველმა, უბანზე კიდაბრუნდა სამ-სამი გაფუჭებული ბიულეტენი. შესაბამისად, დაიკარგა ერთი მაჟორიტარული დაერთი პროპორციული ბიულეტენი;

- შუახევის №1 უბანზე გადასატანი ყუთი შემოიტანეს დაულუქავი. საიას დამკვირვებლის მიერსაჩივრის წერის დროს ყუთი გაიტანეს უბნის გარეთ და შემოიტანეს უკვე დალუქული სახით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S