
"ჩვენ გავიმარჯვეთ და საქართველომაც გაიმარჯვა"
31/10/2020 16:23:16 საშინაო პოლიტიკა
"ჩვენ გავიმარჯვეთ და საქართველომაც გაიმარჯვა", - ამის შესახებ "ქართული იცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„გილოცავთ ყველას, საქართველომ დღეს კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის გაძლიერებისკენ. „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი ძალა და ჩვენ არ დავკარგავთ ამ უპირატესობას. დღეს მთელი საზოგადოება გაერთიანდა თავისი მომავლის შესაქმნელად. ჩვენ გავიმარჯვეთ და საქართველომაც გაიმარჯვა! წარმატებები ჩვენს ქვეყანას!“,- განაცხადა თალაკვაძემ.
იხილეთ ასევე: 4 ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები