Accentnews.ge
Reuters – „ქართული ოცნება" რუსეთთან უფრო ძლიერი კავშირების დამყარების მომხრეა"

Reuters – „ქართული ოცნება" რუსეთთან უფრო ძლიერი კავშირების დამყარების მომხრეა"

31/10/2020 13:11:12 საშინაო პოლიტიკა

Reuters საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ „ქართული ოცნება" რუსეთთან უფრო ძლიერი კავშირების დამყარების მომხრეა".

"კვლევების უმეტესობის თანახმად, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ერთპარტიული მთავრობის შესაქმნელად საჭირო 40%–ზე მეტი ხმების მოპოვებას. გამოკითხვების თანახმად, 150-კაციან პარლამენტში 30 მაჟორიტარული ადგილის განაწილებამ შეიძლება, გადამწყვეტი როლი შეასრულოს და მომავალ პარლამენტში უფრო მრავალფეროვანი ხმების წარმოდგენა უზრუნველყოს. როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას სურს, საქართველო ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანდეს. თუმცა ამ ნაბიჯს მოსკოვიდან წინააღმდეგობა შეხვდება. „ქართული ოცნება რუსეთთან უფრო ძლიერი კავშირების დამყარების მომხრეა", – წერს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებას შერჩევით სამართალსა და დემოკრატიული სტანდარტების არასათანადოდ დაცვაში ადანაშაულებს.

„ბევრი ქართველი ქვეყნის მთავრობას ეკონომიკის არასწორად მართვაში, შერჩევით სამართალში, სუსტი საგარეო პოლიტიკის წარმოებასა და დემოკრატიული სტანდარტების არასათანადო დაცვაში, მათ შორის საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაში, ადანაშაულებს",- წერს Reuters.

გამოცემა ამომრჩეველთა მიერ რეკომენდაციების დაცვაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებთან გრძელ რიგებში დისტანცია დაცულია და მოქალაქეები პირბადეებს ატარებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S