
“სამართლიანი არჩევნების" ცნობით, ვაკის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენის ყუას ისე მოახია, რომ სიის 1 და 2 ნომრები ყუაზე დარჩა
31/10/2020 12:10:19 საშინაო პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების" ცნობით, ვაკის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენის ყუას ისე მოახია, რომ სიის 1 და 2 ნომრები ყუაზე დარჩა .
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ამგვარი ფორმით გაცემული დაზიანებული 11-11 ბიულეტენი აღმოაჩინა როგორც პროპორციულ, ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებზე.
ინფორმაცია რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის დაზიანების შესახებ თავდაპირველად ვაკის მაჟორიტარობის კანდიატმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.