Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი: "ხმა მივეცი მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას"

ლევან დავითაშვილი: "ხმა მივეცი მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას"

31/10/2020 10:13:26 საზოგადოება, რეკლამა

„მე ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა საკუთარი არჩევანი გლდანში, 173-ე სკოლის შენობაში განთავსებულ 74-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ხმა მივეცი ქვეყანაში ადამიანის სამოქალაქო უფლებების დაცულობის უზრუნველყოფას, რომ ვერასდროს მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა. ასევე ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანამ მოახერხოს თავის ისტორიული არჩევანის რეალიზება - ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს თავისუფალი განვითარების საშუალება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S