Accentnews.ge
კელი დეგნანი:"ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება"

კელი დეგნანი:"ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება"

31/10/2020 08:12:48 პოლიტიკა, რეკლამა

"ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო, ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება", – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში როგორც არჩევნების დამკვირვებელი. კარგია იმის ნახვა, რომ მოსახლეობა ხმის მისაცემად მოდის და ატარებს ნიღბებს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ხმის მიცემის თავისუფლება, რომ აირჩიონ ლიდერები და შემდეგ მათთვის ანგარიშვალდებულების დაწესება, ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. სამართლიან არჩევნებში ადგილი არ აქვს ხმების მოსყიდვას, ამომრჩევლის დაშინებას, არავინ უნდა აიძულოს ამომრჩეველი, რომ ბიულეტენს ფოტო გადაუღოს. აშშ-ის საელჩოს საქართველოში 75-ზე მეტი ადამიანი ჰყავს, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, მონიტორინგს უწევენ მედიის გაშუქებას, კონსულტაციებს უწევენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რადგან ეს მნიშვნელოვანი დღეა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები ამ დღით იამაყებენ. რასაც ვხედავ, არის სიმშვიდე და მშვიდობიანი ატმოსფერო. ვიმედოვნებ, მთელი დღე ასე გაგრძელდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ მომზადებულიყო დღევანდელი დღისთვის და რომ მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოდ მიიღოს კოვიდის პირობებში. თუ შეიძლება მიდით არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის: 31 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს.

“ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.

ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუკი პარლამენტი შემდგომი ორი კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა), ნდობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს სულ მცირე 76 მანდატს იმისთვის, რომ ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და ერთპარტიული მთავრობა დააკომპლექტოს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S