
"დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში"
31/10/2020 05:00:02 საშინაო პოლიტიკა
დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.
„მე პირადად ხმა მივეცი ქვეყანაში ცვლილებებს, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილებები, წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. ძალიან კარგია, რომ პანდემიის მიუხედავად ადამიანები აქტიურობენ და მოდიან. ყველას ესმის, რომ დღევანდელი დღე გადამწყვეტია მათი მომავლისთვის. რაც ურო მეტი ადამიანი მოდის არჩევნებზე, მით უფრო არ აქვს შესაძლებლობა ხელისუფლებას არჩევნები გააყალბოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.