
"ჩვენ ხალხს დაგროვილი აქვს სიბრძნე და გონიერება, რომ დღეს კიდევ ერთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს"
31/10/2020 05:18:09 საშინაო პოლიტიკა
"ჩვენს ხალხს დაგროვილი აქვს სიბრძნე და გონიერება, რომ დღეს კიდევ ერთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს", – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩვენი მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია არის დაცული. ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა
მისი თქმით, სახელმწიფო ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს:
„თუ რომელიმე სუბიექტი, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს, სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ ასეთ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს".