ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
30/10/2020 12:49:35 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2327 ლარი ეღირება, ევრო – 3.7732 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1896 ლარი, თურქული ლირის – 0.3881 ლარი.
30 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.2338 ლარი ღირდა, ევრო – 3.7913 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1997 ლარი, თურქული ლირის – 0.3888 ლარი.
ცნობისთვის: სებ-მა 29 ოქტომბერს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. 40 მილიონი გაყიდა 27 ოქტომბერსაც.
ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-19 სავალუტო ინტერვენციაა: სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამში 97 365 000 აშშ დოლარი გაყიდა.


