ელისაშვილი კობახიძეს ხალხური მეთოდის გამოყენებას ურჩევს

30-10-2020 16:39:03 ციტატა

„როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე სიზმრებს ნახულობს. რაღაც ნაწილი კარგი სიზმარია, რაღაც ნაწილი, ცუდი. ორივესთან დაკავშირებით პრესკონფერენციებს იწვევს და ყვება ამ სიზმრებს, თითქოს რევოლუციისთვის ემზადება ვიღაც, სადღაც იარაღის საწყობებია. მერე ყვება, რომ 100 მანდატს აიღებენ. ჩემი კეთილი რჩევა ირაკლი კობახიძისადმი არის ხალხური ტრადიცა: მოუშვას ონკანი, მოუყვეს სიზმრები და წყალს გაატანოს. სირცხვილია, ამხელა თანამდებობის კაცი რომ დგება და მთელს საქართველოს სიზმრებზე ელაპარაკება. ხელისუფლება არ უნდა გველაპარაკებოდეს, რომ სადღაც იარაღის საწყობია, სადღაც ვიღაც პროვოკაციას გეგმავს. თუ ვინმე რამეს გეგმავს, აღკვეთე – ეს არის დანაშაულის პრევენცია და სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია, მაგრამ არ არის მიმართულება, რომ მათ თავი გაართეს“

ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები