Accentnews.ge
„ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და ამომრჩევლის განწყობაზე ვერანაირი გაყალბებული კვლევები ვერ მოახდენენ"

„ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში და ამომრჩევლის განწყობაზე ვერანაირი გაყალბებული კვლევები ვერ მოახდენენ"

30/10/2020 09:10:04 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში და ვერანაირი გაყალბებული კვლევები და ფეიკმონაცემები ვერ მოახდენენ გავლენას ამომრჩევლის განწყობაზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშილი "ფეისბუქში" პირად გვერდზე წერს.

„ერთ თვეზე მეტია, ვიმყოფები ყვარლის მუნიციპალიტეტში და აქ წინასაარჩევნოდ ვეხმარები ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს „ქართული ოცნებიდან", ირაკლი ქადაგიშვილს. საარჩევნო პროცესის ფარგლებში მოვიარეთ ყვარლის მუნიციპალიტეტი სრულად. პირადად მე გახლდით ქ. ყვარლის თითქმის ყველა ოჯახში ე.წ "კარდაკარზე" და სრულიად დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ყოველი 10 ოჯახიდან 8 და ხშირ შემთხვევაში 9 ოჯახი სრულ და გულწრფელ მხარდაჭერას უცხადებს „ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატს. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ იგივე მოცემულობა არ იყოს ამ სამაჟორიტარო ოლქის სამ დანარჩენ მუნიციპალიტეტში (ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში), რადგან იდენტურია ამომრჩევლის მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნებისადმი" და მისი კანდიდატისადმი. შესაბამისად, სრული აბსურდი და სასურველის სინამდვილედ გასაღების მცდელობაა გვარამიას და ნაცმოძრაობის მხრიდან ყურით მოთრეული მტკნარი სიცრუე რადიკალური ოპოზიციის და მისი კანდიდატის - ბოტკოველის რაიმე უპირატესობაზე“,- წერს დავით მათიკაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S