Accentnews.ge
სებ–ის მიერ 40 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი მცირედით გამყარდა

სებ–ის მიერ 40 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი მცირედით გამყარდა

29/10/2020 12:52:10 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2338 ლარი ეღირება, ევრო – 3.7913 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1997 ლარი, თურქული ლირის – 0.3888 ლარი.

29 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.2345 ლარი ღირდა, ევრო – 3.7970 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1958 ლარი, თურქული ლირის – 0.3898 ლარი.

ცნობისთვის: სებ-მა 29 ოქტომბერს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. 40 მილიონი გაყიდა 27 ოქტომბერსაც.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-19 სავალუტო ინტერვენციაა: სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამში 97 365 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S