Accentnews.ge
„ვიზეარი“ საქართველოში ბაზას სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე აღადგენს

„ვიზეარი“ საქართველოში ბაზას სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე აღადგენს

29/10/2020 06:42:52 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავა ამბობს, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას მაღალი ალბათობით, მომავალი წლის გაზაფხულიდან დააბრუნებს.

„საავიაციო კომპანიებში სამომავლოდ საქართველოში ფრენის, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს ოპტიმისტურად აფასებენ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, მოხდება ეტაპობრივად. მაგრამ ეს მაგალითად, „ვიზეარს“ საშუალებას აძლევს, რომელსაც ჩვენ ხელი ყველანაირად შევიწყვეთ – 2016 წელს შემოვიყვანეთ, შემდეგ გავარფართოვეთ ფრენები... ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდში საქართველოში ბაზას კვლავ აღადგენს. ეს იყო დროებითი გადაწყვეტილება, გამოწვეული პანდემიით და ბევრ ქვეყანაში მოუწიათ საავიაციო კომპანიებს ბაზის შემცირება“,– განაცხადა თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S