იტალიაში COVID-19-ის რეკორდული ნამატი დაფიქსირდა
28/10/2020 17:06:29 მსოფლიო
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული ნამატი –24 991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსს 205 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 37 905-მდე გაიზარდა.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 589 766 შემთხვევაა გამოვლენილი.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრიდან იტალიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც ძალაში 24 ნოემბრამდე იქნება. როგორც პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ბოლო პერიოდში ქვეყანაში Covid-19–ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მატებაა.
მოქალაქეები ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ და აქციებს მართავენ.


