
გვახარია – პარლამენტის სხდომაზე: "ყველაზე ამაზრზენი სურათია საქართველოს ისტორიაში"
26/06/2019 14:41:39 ციტატა
“იმედია, მალე მოვა დრო, როცა პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბავშვებს სკოლაში, ისტორიის გაკვეთილებზე უჩვენებენ. ყველაზე ამაზრზენი სურათია საქართველოს ისტორიაში.
სპეცრაზმის წევრების სახეებს მაინც ვერ ვხედავდით. ვიღაც გაურკვეველი “რკინის კაცები” ისროდნენ ტყვიებს,აქ კი სახეებს ვხედავთ. გაყინულ მზერას ივანიშვილის ჯარისკაცებისა, რომლებსაც, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ როგორ შეაფასებს მათ ისტორია. სახელი და გვარი აქვთ ამ ადამიანებს! ოჯახები ჰყავთ, მეგობრები, ნათესავები… მაგრამ მათვის მხოლოდ ერთი რამ უნდა იყოს მთავარი- როგორ დააფასებს ამ გულისამრევ ერთგულებას მათი კარაბას-ბარაბასი”
წერს კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვს იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს პლენარული სხდომა, რომელიც საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.