
ცსკ–ის შენობასთან "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
27/10/2020 17:07:48 საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ცსკ–ის შენობაში კარვის გაშლა სცადეს, ამის საშუალება კი მათ პოლიციამ არ მისცა.
შეხლა–შემოხლის დროსერთ–ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავა.
ადგილზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი და პარტიის წევრი გიორგი გუგავა მივიდნენ.
ახალგაზრდა "ლეიბორისტები" ცსკ–ის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ და იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს 14 საათზე ამოიწურა. ისინი ითხოვენ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.